„მას შემდეგ, რაც დაბინავდნენ (რუსები), ახლა უკვე კომერციულ ფართებზე დაიწყო მოთხოვნის ზრდა“

„მას შემდეგ, რაც დაბინავდნენ (რუსები), ახლა უკვე კომერციულ ფართებზე დაიწყო მოთხოვნის ზრდა“, - ამის შესახებ უძრავი ქონების ასოციაციის ხელმძღვანელმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა მარტივად იღებს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის საკითხებს და გამარტივებულია მაქსიმალურად. იმიტომ, რომ საინვესტიციოდ ღიაა. ჩვენი ქვეყანა ასეა მოწყობილი და კარგია ეს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ღიაობა კომფორტული აღმოჩნდა ასეთი სუბიექტებისთვის. დიახ, მას შემდეგ, რაც დაბინავდნენ, ახლა უკვე კომერციულ ფართებზე დაიწყო მოთხოვნის ზრდა. ბუნებრივია, რომ ამ ხალხს რაღაცნაირად უნდათ, იარსებონ, საქმიანობა დაიწყონ და ა.შ. ამიტომ ეს ტენდენცია აქაც გავრცელდა. პირველად იყო უფრო მაღალი მოთხოვნა ბინებზე, ეს შენარჩუნდა და ახლა კომერციულ ფართებზე გადავიდა. აქაც იწყება ტენდენცია. თუმცა, აქ ის მომენტიც არის, რომ რადგან კორონავირუსმა ერთგვარად დაგვანება თავი, დაკარგა ძალა, გაზაფხულია და ეს პერიოდი ყოველთვის გამოირჩეოდა კომერციული აქტიურობით. შესაბამისად, შესაძლოა, ეს მომენტიც იყოს ამ ფაქტორის მასტიმულირებელი“,- განაცხადა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

ნინი ქეთელაური