სად აღნიშნავენ ქორწილს მილიარდერები?

შეყვარებულების დღესთან დაკავშირებით ”ფორბსმა” ის ადგილები გაიხსენა, სადაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ქორწინების ცერემონია აღნიშნეს.

33 მილიარდი დოლარის მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა ქორწილი თავისი სახლის უკანა ეზოში გადაიხადა. პატარძალს, პრისცილა ჩანს კი ნაკლებად ცნობილი დიზაინერის კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც ექსპერტებმა 75 ათას დოლარად შეაფასეს. სპეცშეკვეთით დამზადებული საქორწინო ბეჭდების ფასმა კი 150 ათასი დოლარი შეადგინა. სხვათა შორის, ქორწინების შემდეგ ”ფესიბუქის” დამფუძნებელმა სოციალური სტატუსი შეიცვალა და 945 000 ”ლაიქი” დაიმსახურა.

bpn

მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ისე ბევრია, ვინც ქორწინებაში მრავალჯერ იმყოფებოდა, მაგრამ ეს არ ეხება ჯორჯ სოროსს. 2013 წლის სექტემბერში მილიარდერმა და მეცენატმა მესამედ იქორწინა. მისი რჩეული ტამიკო ბოლტონი 84 წლის სოროსზე 40 წლით უმცროსია. მათი ქორწილი სოროსის სახლში საქორწინო ფიცის დადებით დაიწყო და დასრულდა მდიდრული ბანკეტით ნიუ-იორკის კამერული მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში. 500 სტუმარს შორის იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლეგარდი და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ ენ კიმი.

”გუგლის” დამფუძნებელმა ლარი პეიჯმა ქორწილი წყნარი ოკეანის კუნძულ ნეკერზე გადაიხადა. ცერემონიას 600 სტუმარი ესწრებოდა. მის ქორწილს ესწრებოდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, სან-ფრანცისკოს მაშინდელი მერი, U2-ს სოლისტი ბონო და მისი მეგობარი მილიარდერები.