მოსკოვში შრომითი მიგრანტების შემცირებას გეგმავენ

მოსკოვის მერის, სერგეი საბიანინის განცხადებით, უმუშევრობის ზრდის მაჩვენებლის შემთხვევაში, დედაქალაქის ხელისუფლება შრომითი მიგრანტების ბაზარს შეამცირებს.

"თუ ვნახავთ, რომ იზრდება უმუშევარი რუსებისა და მოსკოველების რაოდენობა, შევამცირებთ მიგრანტებს, გავზრდით გადასახადებსა და პატენტის ფასს", - განაცხადა რუსეთის დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი მოსკოვის სამშენებლო სექტორში უცხოელი მუშახელის რაოდენობა ამ დრომდე იმავე დონეზეა შენარჩუნებული, რაც მანამდე იყო.

ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას სერგეი საბიანინმა აღნიშნა, რომ დედაქალაქის ეკონომიკას დიდი მარაგი აქვს.