სოფლები და დასახლებები მხოფლიოში, რომლებიც საკმაოდ იაფად იყიდება (+ფოტო)

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბაზარზე მთლიანი სოფლები და დასახლებებიც იყიდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

gvfbjmgtfvklfv-1650026513.jpg

Bridgeville, კალიფორნია, აშშ: 1.5 მილიონი დოლარი

ქალაქ ბრიჯვილში Realty World-ის საშუალებით მთლიანი სოფელი 1,5 მილიონ დოლარად იყიდება. ულამაზესი სოფელი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს დაარსდა, იდილიური ტყის პეიზაჟების გვერდით მდებარეობს.

ქალაქში გადის მდინარე ვან დუზენი.

83 ჰექტარი ფართობის სოფელი პირველია, რომელიც eBay-ზე მოხვდა. წლების წინ სოფელი გაიყიდა, თუმცა მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ, იგი ისევ ბაზარზე გამოიტანეს. ამჟამად ობიექტი საჭიროებს რემონტს, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, მას აქვს დაუსრულებელი პოტენციალი ყველა თვალსაზრისით.

yghkiytoptp-1650026538.jpg

Edelweiss Village, კანადა: 1.8 მილიონი დოლარი

მომხიბლავი ხედებით, თვალწარმტაცი გარემოთი და სათავისო ხასიათით, Edelweiss Village არის უნიკალური უძრავი ქონება. სოფელი 1910-დან 1912 წლამდე აშენდა, როგორც შვეიცარიელი გიდების ბაზა.

დღეს ადგილი მიტოვებულია. ამიტომ იგი 1,8 მილიონ დოლარად იყიდება.

ადგილზე თქვენ ნახავთ ქვისგან აშენებული ულამაზეს სახლებს და ძველებურ ინტერიერს. აღსანიშნავია, რომ სოფელში მკაცრი კლიმატია.

koytoloflofolf-1650026596.jpg

Tuthill, აშშ: 5,5 მილიონი დოლარი

Tuthill მდებარეობს ქალაქ პიტსტონში და 5,5 მილიონ დოლარად იყიდება. 50 ჰექტარზე მეტ მიწაზე განლაგებული თვალწარმტაცი დასახლება მოიცავს 25 შენობას, რომლებიც ადგილობრივი ანტიკვარიატით მოვაჭრე კენეტ ტატლის იდეა იყო.

ანტიკური სოფლის აშენების სურვილით შეპყრობილმა ტუტელმა მიწა 1967 წელს იყიდა, ააგო მთავარი სახლი და შემდეგ გააფართოვა დასახლება.

სოფელში სულ ცხრა რეზიდენციაა, რომლებიც შედგება ხუთი საოჯახო სახლის, სამი აპარტამენტისა და სტუდიის საოჯახო სასტუმროსგან.

სოფელი ამაყობს აუზით, ვაშლის ხეებითა და მრავალფეროვანი ბუჩქებით.

hjuyptgtt-1650026626.jpg

Sätra Brunn, შვედეთი: 7.7 მილიონი დოლარი

1700-იან წლებში დაარსებული Sätra Brunn-ის თავდაპირველად დაარსდა, როგორც ველნეს სოფელი, როდესაც ადგილზე ბუნებრივი მინერალური წყარო აღმოაჩინეს. ის ძალიან პოპულარული ადგილი იყო.

ახლა Christie's International უძრავი ქონების პლატფორმა მას 7,7 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტად ყიდის.

დასახლება მოიცავს დაახლოებით 59 ჰექტარს და მასში განთავსებულია 70 შენობა. სასტუმროები, საბავშვო ბაღი, სკოლა, რესტორნები, საკონფერენციო ცენტრები, ეკლესია, სპორტული დარბაზი, აუზი და ყველა საჭირო ობიექტი, რომელიც ჩვეულებრივად ქალაქში ფუნქციონირებს.

tfgkirtflo6r-1650026650.jpg

Little Hawkins, აშშ: 15,9 მილიონი დოლარი

გაქვთ სათადარიგო 15,9 მილიონი დოლარი? მაშინ ეს ძვირფასი სოფელი, რომელიც საოცნებო კერძო კუნძულზე მდებარეობს შეიძლება იყოს თქვენი. Little Hawkins გთავაზობთ იდეალურ თავშესაფარს ყველანაირ კომფორტთან ერთად.

აქ უხვადაა ველური ბუნება, სადაც დელფინები, წავი, კუები და სხვა ბინადრები ცხოვრობენ. თავად სოფელი, შედგება ოთხი შენობისგან.

ძვირადღირებული ქონება ემსახურება მთავარ რეზიდენციას, რომელსაც აკრავს ორი კოტეჯი და კლუბი, სრული გარე აუზით, სპა და ბარი.

yglotpotp-1650026673.jpg

Xerdiz, ესპანეთი: 487,400 დოლარი

სოფელი Xerdiz 12 ჰექტარზე მეტ მიწაზე გაშენებულ წყნარ ადგილას მდებარეობს. დასახლება ბაზარზე დაახლოებით 487,400 დოლარად იყიდება. ადგილზე განთავსებულია ექვსი შენობა, ქვის და ხის ნაგებობები. Xerdiz იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს გაექცეს ხმაურს და დიდი ქალაქების რიტმს.

თეონა რამაზაშვილი