რჩევები ფინანსური წარმატებისთვის ”ფინანსური მოცარტისგან”

ბოდო შეფერი: ”თუ გადაწყვიტეთ რამე გააკეთოთ, მაგრამ ეს 72 საათის განმავლობაში არ დაიწყეთ, მაშინ 85% არის იმის ალბათობა, რომ ამას არასდროს გააკეთებთ”

ბოდო შეფერი ევროპაში ნომერი პირველი ფინანსური კონსულტანტია. გარდა ამისა, ის მწერალი და ბიზნესმენია. შეფერი ბრწყინვალე პრაქტიკოსია დროის მენეჯმენტსა (Time-menegment) და ფინანსების მართვაში, ფლობს არაორდინალური აზროვნების უნარს, რის გამოც გახდა პოპულარული, ხოლო ფინანსურ სფეროში შეტანილი წვლილისთვის მას „ფინანსური მოცარტი“ უწოდეს.

ბოდო შეფერს უკვე 30 წლის ასაკში შეეძლო საკუთარი კაპიტალის პროცენტებზე მშვიდად ეცხოვრა. მისი წიგნები და სემინარების ჩანაწერები მთელ მსოფლიოშია პოპულარული.

ბოდო შეფერი 1960 წელს 10 სექტემბერს გერმანიის ქალაქ კიოლნში დაიბადა. როგორც თავად შეფერი ამბობს, 16 წლის ასაკში მან სახლი დატოვა და ემიგრანტის სტატუსით აშშ-ში ჩავიდა.

კალიფორნიაში ის საშუალო სკოლაში დადიოდა, ხოლო სან-ფრანცისკოში - უნივერსიტეტში. შემდეგ ის მექსიკაში გაემგზავრა და სწავლა დიპლომის გარეშე დაასრულა. გვადალახარაში შეფერმა მცირე სავაჭრო კომპანია დააარსა, რომელიც გაკოტრდა. 26 წლის ასაკში ის უკვე გაკოტრებულია. მასწავლებლის დახმრებით, მან როგორც იქნა, მიაგნო საკუთარ სტრატეგიებს, რომლებმაც არა მატო გამოიყვანა ის ვალებიდან უახლოესი 4 წლის განმავლობაში, არამედ მისი ბიზნესის განვითარებასაც შეუწყო ხელი.

მიუხედავად წარმატებისა, სხვადასხვა ანალიტიკურ კომპანიებს შეფერის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ. კერძოდ, მას ადანაშაულებდნენ ნდობის ბოროტად გამოყენებაში, მაგალითისთვის: რამდენიმე კომპანია, რომელსაც შეფერმა გასაყიდად რეკომენდაცია გაუწია, ახლო მომავალში გაკოტრებულად გამოცხადდა.

შეფერი ორჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავს სამი შვილი.

გთავაზობთ მსოფლიოს ფინანსური კონსულტანტის ბოდო შეფერის საუკეთესო ციტატებს, რომელიც დაგეხმარებათ ფულის ბუნება და წარმატება სხვა კუთხით შეიცნოთ:

- თუ გადაწყვიტეთ რამე გააკეთოთ, მაგრამ ეს 72 საათის განმავლობაში არ დაიწყეთ, მაშინ 85% არის იმის ალბათობა, რომ ამას არასდროს გააკეთებთ.

- ნახევარად მონდომებულად გაკეთებული საქმე, ნახევარ შედეგს კი არა, შედეგს საერთოდ არ იძლევა.

- ვინც მთელი დღე მუშაობს, მას ფულის საშოვნელად არ სცალია.

- ყველაზე დიდი ნიჭი ის არის, რომ საკუთარ მოქმედებებს მოტივაცია მოუძებნო.

- ფინანსური კეთილდღეობა შეუძლებელია ფინანსური შეზღუდვებისა და საკუთარი ხარჯების დაგეგმვის გარეშე.

- ფინანსური თავისუფლება ფინანსურ შეზღუდვებზე გადის.

- სჯობს ცუდად დაიწყოთ, ვიდრე უმოქმედოდ კარგად იყოთ.

- იფიქრეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. წარმატება შეუძლებელია ჯანმრთელობის გარეშე. სიმდიდრე ჯანმრთელობის გარეშე სიხარულს არ მოგიტანთ.

- სჯობს კუს ნაბიჯებით იაროთ მიზნისკენ, ვიდრე ელვის სისწრაფით იგონებდეთ გამართლებას, რატომ დგახართ ერთ ადგილზე.

- აიღეთ საყვარელი ჰობი და მასზე კარიერა ააწყვეთ.

- კარგი შემოსავლისთვის კარგი ცოდნაა საჭირო. ეცადეთ მუდმივად ისწავლოთ, წაიკითხოთ და მსოფლმხედველობა გააფართოვოთ.

- სულელებს მხოლოდ კაზინოში უმართლებთ, ისიც იშვიათად.

- სიმდიდრე ის კი არ არის, რამდენი დახარჯეთ კაზინოში, რესტორანში, კურორტსა თუ მაღაზიაში, არამედ ის, რაც გადადეთ და დააგროვეთ.

- ერთხელ მხოლოდ სულელებს უმართლებთ, ჭკვიანებს მუდმივად უმართლებთ.

- თქვენ ყველა მოვლენაზე არ ხართ პასუხისმგებელი, მაგრამ თქვენ პასუხს აგებთ მოვლენების თქვენეულ ინტერპრეტაციაზე და მასზე წარმოქნილ თქვენს რეაქციაზე.

- შინ ჯდომა და სასწაულის მოლოდინში ყოფნა ისეთი სისულელეა, როგორც სპორტსმენი, რომელიც ტელევიზორში ოლიმპიურ თამაშებს უყურებს და იმედი აქვს, რომ ოქროს მედალს აიღებს.

- ფულს ზუსტად ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორსაც მას თქვენ ანიჭებთ.

- ფული არ ხდის ადამიანს ბედნიერსა თუ უბედურს. ფული არც კარგია და არც ცუდი. ბედნიერი ადამიანი ფულით უფრო ბედნიერი იქნება, ხოლო პესიმისტი, რომელიც ყველაფრისგან პრობლემას ქმნის, ფულით უფრო მეტ პრობლემას მიიღებს.

- ფული მფლობელის ხასიათს აჩენს. ფული გამადიდებელი შუშასავითაა.

- არავინ ხდება მდიდარი იმის ხარჯზე, რომ ბევრს გამოიმუშავებს. მდიდარი მაშინ ხართ, როცა შეგიძლიათ თქვენი კაპიტალის პროცენტებზე იცხოვროთ და არ იმუშაოთ: ფული თქვენზე მუშაობს.

- პრინციპულად არ მიიღოთ ისეთი ადამიანისგან რჩევა, რომელიც არ გახდებოდით.

- უპასუხისმგებლოდ ცხოვრება უძლური მსხვერპლის მდგომარეობამდე დეგრადაციას ნიშნავს. ეს ნიშნავს ცხოვრებას იმ წესებით, რომელიც თქვენთვის სხვებმა დაწერეს.

- ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად აფასებს იმას, რაც შეუძლია ერთი წლის განმავლობაში გააკეთოს და ნაკლებად აფასებს იმას, რაც შეუძლია გააკეთოს 10 წლის განმავლობაში.

- ვხედავთ ვარდებს, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ეკლებს. ვხედავთ წარმატებას, მისთვის მომზადებას ვერა და ვერ ვხედავთ სხვის წარუმატებლობას.

- თამაში, რომელიც იმისთვის წამოიწყეთ, რომ არ წააგოთ და თამაში, რომელშიც გინდათ გაიმარჯვოთ პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან.

- იმდენს არ გიხდიან, რამდენიც გეკუთვნით? არა, თუ ამ თანხის სანაცვლოდ მუშაობთ, ესე იგი ამდენი გეკუთვნით. თუ რამე არ მოგწონთ, შეიცვალეთ სამსახური, ცხოვრების წესი, საკუთარი თავი.

სანდრო გერლიანი