მერიამ ახალ ქალაქგეგმარებაზე მუშაობა დაასრულა

მას შემდეგ, რაც ქალაქგეგმარების შესახებ ცნობილი გახდება, მერია აუქციონს გამოაცხადებს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებაზე მუშაობა დაასრულა. უკვე განსაზღვრულია ის ადგილები, სადაც ახალი ჯიხურები განთავსდება. ამჟამად, ქალაქგეგმარების ახალ პროექტს ქონების მართვის სააგენტო განიხილავს. დეტალების დაზუსტების შემდეგ, ქალაქგეგმარება დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

მას შემდეგ, რაც ქალაქგეგმარების შესახებ ცნობილი გახდება, მერია აუქციონს გამოაცხადებს, სადაც აღნიშნული ადგილების იჯარით გაცემა მოხდება. ამ ეტაპზე მერიაში დეტალებზე არ საუბრობენ. ამიტომ, რამდენწლიანი იჯარით შეძლებენ დაინტერესებული პირები მიწის ნაკვეთის აღებას, როგორი სახით მოხდება იჯარის თანხის გადახდა, ჯერჯერობით უცნობია.

სავარაუდოდ, ახალი ქალაქგეგმარება მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.