10 პროდუქტი, რაც საქართველომ მარტში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა რუსეთში

2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.7%-ით, ხოლო ექსპორტი - 2.8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მხოლოდ მარტს, გასულ თვეში რუსეთიდან იმპორტმა საქართველოში 91 580 350 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 89 306 550 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში - 95 923 710 აშშ დოლარი იყო.

მიმდინარე წლის მარტში რუსეთიდან საქართველოში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ასე გამოიყურება:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 21 881 800 აშშ დოლარი;
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 15 319 750 აშშ დოლარი;
  • ელექტროენერგია - 7 801 620 აშშ დოლარი;
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 5 814 420 აშშ დოლარი;
  • მარგარინი - 3 435 940 აშშ დოლარი;
  • ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა - 2 507 230 აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მესლინი - 2 446 670 აშშ დოლარი;
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 1 822 620 აშშ დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 1 790 310 აშშ დოლარი;
  • პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 1 228 420 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი