ევროკავშირის "შავ სიაში" რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და დუმის დეპუტატი იოსებ კობზონიც შევიდნენ

ევროკავშირმა ე.წ. შავი სია გააფართოვა.

დღეიდან ძალაში შევიდა იმ 19 ფიზიკური და 9 იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლებიც უკრაინის კონფლიქტის ესკალაციაში მონაწილეობენ. მათი სია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

შავ სიაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანატოლი ანტონოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსებ კობზონი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები მოხვდნენ. ამას გარდა, სანქციები დაუწესდათ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხორებ პრორუს ლიდერებსაც. ე.წ შავ სიაში შესული პირების წინააღმდეგ სავიზო და საბანკო შეზღუდვები ამოქმედდება.