"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას მესამე თვიდან დაიწყებს

"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას მესამე თვიდან დაიწყებს და დამატებით საჩუქრებს მიიღებს.

"საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, დღეიდან, 1 თვის განმავლობაში, "საქართველოს ბანკი" და Toyota Centre Tbilisi მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევენ, განახლებული პირობებით შეიძინოს Toyota-ს მარკის ახალი ავტომანქანა სალონიდან.

მათივე ინფორმაციით, Toyota-ს მარკის ავტომანქანების: Corolla, Rav4, Prado, Land Cruiser 200 შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე შეავსოს ავტოსესხის განაცხადი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით და დაიწყოს სესხის გადახდა მესამე თვიდან. სესხთან ერთად, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა: ავტომანქანის დაზღვევა, ფასდაკლება 1 წლის მანძილზე ყველა სახის საწვავზე Wissol-ის ქსელში, Toyota Centre Tbilisi-ს სალონში 1 წლის განმავლობაში ავტომანქანის რეცხვა და გეგმიური მომსახურება უფასოდ.

შეთავაზების პირობების დეტალურად გაცნობა, სესხის კალკულატორით სარგებლობა და მანქანის სპეციფიკაციების ნახვა, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.newauto.ge