„ტერასა ჯგუფი“ 5-წლიან იუბილესთან დაკავშირებით ბინებზე განსაკუთრებულ შეთავაზებას გთავაზობთ

დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ 5 წლის გახდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გლდანის, საბურთალოსა და ბაკურიანის ნებისმიერ აპარტამენტზე 6 მაისამდე 5%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

  • „ტერასა გლდანი გრინ თაუერი“ გამორჩეული პროექტია ქერჩის ქუჩაზე, გლდანის გამგეობის გვერდით. საცხოვრებელ კომპლექსში დარჩენილია მხოლოდ 9 ბინა, სადაც მინიმალური ფართი 53,8 კვ/მ-ია. საცხოვრებლის სახურავზე მოეწყობა გამწვანებული ტერასა მცენარეებითა და დასასვენებელი სივრცეებით, საიდანაც თბილისის პანორამული ხედები იშლება. პროექტში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ბინები 2022 წლის სექტემბრიდან ბარდება.278944917-1421564494950721-8826825545746353388-n-1651052883.jpg
  • ·„ტერასა საბურთალო“ სანდრო ეულის 7 ნომერში შენდება, სადაც განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, საოფისე და კომერციული ფართები, დახურული ავტოსადგომი და 7000 კვ/მ-ზე ეზო. ამ დროისათვის კომპლექსის A ბლოკში ყველა ბინა გაყიდულია ხოლო B ბლოკში დარჩენილია 23 ბინა.

278854296-1436861033413066-3521676613923166122-n-1651052962.jpg

  • ·„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ კურორტის მულტიფუნქციური და გამორჩეული პროექტია, რომლის მშენებლობაც ამირანის პარკთან, სასრიალო ტრასების მიმდებარედ ხორციელდება. კომპლექსი მოიცავს გარემონტებულ აპარტამენტებს ავეჯითა და ტექნიკით, სასტუმროს შენობას, რესტორანს, 15-მეტრიან დახურულ აუზს. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა 4 800 კვ/მ შიდა ეზო, ხოლო უკვე არსებული რეკრეაციული ზონა, მობინადრეებსა და ვიზიტორებს მეტად ჯანსაღ გარემოს შეუქმნის.

278716655-1686044061733633-1835282881161577744-n-1651053142.jpg

გარდა ფასდაკლებისა, იუბილესთან დაკავშირებით, „ტერასა ჯგუფი“ ყველა პროექტზე გთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებასა და თქვენზე მორგებულ პირობებს.

„ტერასა ჯგუფი“ 2017 წელს დაფუძნდა. 5 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 პროექტზე იმუშავა, საიდანაც 10 უკვე დასრულებულია. ყველა მათგანი 3000-მდე მობინადრეს აერთიანებს. „ტერასა ჯგუფის“ პორთფოლიო საკმოად მრავალფეროვანია და მოიცავს თაუერის, საკურორტო და საცხოვრებელი ტიპის კომპლექსებს.

დეველოპერული კომპანია პროექტებს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ბაკურიანში. როგორც „ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი განმარტავს, კომპანიის მიზანია, შექმნას მარტივად ხელმისაწვდომი პირადი სივრცე როგორც საცხოვრებლად ასევე საინვესტიციოდ.

„5 წლის განმავლობაში „ტერასა ჯგუფი“ უძრავი ქონების ბაზარზე დამკვიდრებულ ახალ ტრენდებსა და რეგულაციებს ყოველთვის მიჰყვებოდა, სწორედ ამიტომ კომპანიამ წარმატებით შეძლო ენერგოეფექტური პროექტების შემქნა და უსაფრთხოების ნორმების სრულად დაცვა, ამის მაგალითია დასრულებული პროექტების ექსპლუატაციაში მალევე მიღება.

„ტერასა ჯგუფი“ აქტიურად განაგრძობს სამომავლო პროექტებზე მუშაობას და 2022 წლის ზაფხულიდან ახალი პროექტების დაწყებას აანონსებს.

(R)