არადეკლარირებული ფულის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში მალულად ფული შემოჰქონდა.

"შემოსავლების სამსახურის” ინფორმაციით, 15 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ფულის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. აზერბაიჯანის მოქალაქე ა.მ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანის საბარგულში დამალული 439 800 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით "საქონლის ჩამორთმევა" შეეფარდა.