"ლიბერთი ბანკმა" ერწოში PAY Express მომსახურების ცენტრი გახსნა

"ლიბერთი ბანკმა" ერწოში ახალი პეი ექსპრესს (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა.

"ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, ბანკმა თიანეთის რაიონში, ერწოს ზონაში, "პეი ექსპრეს" (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა. ბანკის ცნობით, ახალი ცენტრი 5,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. შედეგად, მომხმარებელს საბანკო მომსახურების მისაღებად შორ მანძილზე სიარული აღარ მოუწევს.

"საბანკო მომსახურების გარდა, დღეიდან მომხმარებელს სახელმწიფო ვაუჩერების განაღდების და კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდის საშუალება ეძლევა. აღსანიშნავია ის, რომ 6 საშუალო სკოლის პედაგოგები და თანამშრომლები ხელფასის აღებას სწორედ ამ ფილიალში შეძლებენ", - აცხადებენ ბანკში. მათივე განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, "ლიბერთი ბანკს" მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 629 მომსახურების წერტილს აერთიანებს. მათ შორის არის 274 პეი ექსპრეს (PAY Express) ცენტრი.

"ლიბერთი ბანკი" მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. როგორც ბანკში აცხადებენ, ამჟამად, "ლიბერთი ბანკი" 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.