გასულ თვეში McDonald's-მა რუსეთში თავისი რესტორნების დროებითი დახურვის შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ომის მიმდინარეობის გამო, მან ასევე დახურა რესტორნები უკრაინაში. ეს ყველაფერი კი კომპანიას 127 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ დღეებში, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ განაცხადა, რომ „მაკდონალდსი“ უკრაინელ თანამშრომლებსაც უჭერს მხარს - „ორივე ქვეყანაში ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლების ანაზღაურებას და დამატებით მხარდაჭერას“.
პერსონალის ხარჯები, პლუს იჯარისა და მომარაგების გადახდა, კომპანიას 27 მილიონი დოლარი დაუჯდა. დანარჩენი 100 მილიონი დოლარი იყო საკვებიდან და სხვა ნივთებიდან. „100 მილიონი დოლარის ხარჯი კომპანიას ქსელში ინვენტარისთვის მიადგა, რომელიც სავარაუდოდ, განადგურდება რესტორნების დროებით დახურვის გამო“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, კომპანია განახლებულ გეგმებს რეგიონში მეორე კვარტლის ბოლომდე წარმოადგენს.
გასული წლის ბოლოს რუსეთში მაკდონალდსის 847 რესტორანი იყო. უკრაინაში კი - 108. ორივე ქვეყანაში რესტორნების დახურვამ კომპანიის შემოსავალი 28%-ით შეამცირა.