ღარიბი ოჯახიდან ქვანახშირის უდიდესი მაღაროს მფლობელობამდე - ვინ არის ინდოელი მილიარდერი, რომელიც forbes-ის მილიარდერთა ათეულში პირველად მოხვდა

59 წლის ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი Forbes-ის მილიარდერთა პირველ ათეულში პირველად მოხვდა. Gautam Adani & family -ის დამფუძნებელი ათეულში მე-5-ე ადგილს იკავებს. იგი 127.8 მლრდ დოლარს ფლობს.

ადანის ქონება სტაბილურად იზრდება 2020 წლის შემდეგ. 8.9 მლრდ დოლარიდან, 2021 წელს მისი ღირებულება კოლოსალურად - 50.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, 2022 წელს კი 90 მლრდ შეადგინა.

ინფრასტრუქტურის მაგნატი გაუტამ ადანი მის მშობლიურ შტატ გუჯარატში ინდოეთის უდიდეს პორტს, მუნდრას აკონტროლებს.

ადანი ფლობს Abbot Point-ს - ნახშირის მოპოვების პროექტს ავსტრალიაში, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მაღარო.

2020 წლის სექტემბერში ბიზნესმენმა შეიძინა მუმბაის საერთაშორისო აეროპორტის 74%-იანი წილი, რომელიც ინდოეთის მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

მას სურს იყოს მწვანე ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში და განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის პროექტებში 70 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს.

საინტერესოა, როგორ იწყებდა ინდოეთის ერთ- ერთი უმდიდრესი ადამიანი კარიერას...

dhbyrjei-1651237897.jpg

კარიერა

ადანი 1962 წლის 24 ივნისს გუჯარათში, ჯაინების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ოჯახს 7 შვილი ჰყავდა, გაჭირვების გამო კი ქალაქ თარადიდან გუჯარათის ჩრდილოეთ ნაწილში მოუწიათ საცხოვრებლად გადასვლა.

ადანის მამა ქსოვილებით ვაჭრობდა. იგი შვილების გამოსაკვებად ქსოვილებს ქუჩაში ყიდდა.

სკოლის დასრულების შემდეგ გაუტამი გუჯარატის უნივერსიტეტში, კომერციის ბაკალავრის ხარისხზე ჩაირიცხა, მაგრამ მეორე კურსის შემდეგ მიატოვა. ადანს ბიზნესი აინტერესებდა, მაგრამ არა მამის ტექსტილის სფერო.

1978 წელს მოზარდი ადანი ალმასის დამხარისხებელად სამუშაოდ მუმბაიში გადავიდა. 1981 წელს მისმა უფროსმა ძმამ - მაჰასუხბჰაი ადანიმ აჰმედაბადში პლასტმასის განყოფილება იყიდა და ძმა ოპერაციების სამართავად მიიწვია. სწორედ ეს საწარმო აღმოჩნდა ადანის წარმატების კარიბჭე გლობალურ ვაჭრობაში.

1985 წელს მან დაიწყო პირველადი პოლიმერების იმპორტი მცირე მრეწველობისთვის. 1988 წელს დააარსა Adan Exports, ახლა ცნობილი როგორც Adan Enterprises - ადანის ჯგუფის ჰოლდინგი. თავდაპირველად, კომპანია სოფლის მეურნეობისა და ელექტროენერგიის საქონელზე მუშაობდა.

1991 წელს ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკა მისი კომპანიისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა და მან ვაჭრობა ლითონებით, ქსოვილებითა და აგროპროდუქტებით დაიწყო.

1995 წელს გუჯარათის მთავრობამ Adan Enterprises-თან კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს მან პირველი ნავსადგური მოაწყო. თავდაპირველად კომპანია ფუნქციონირებდა როგორც Mundra Port & Special Economic Zone, მოგვიანებით კი Adan Ports & SEZ (APSEZ) სახელით განაგრძო მუშაობა. დღეს კომპანია ყველაზე დიდი კერძო მრავალპორტიანი ოპერატორია. მუნდრას პორტი კი ყველაზე დიდი კერძო სექტორის პორტია ინდოეთში, რომელიც ყოველწლიურად 210 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს.

1996 წელს Adan Group-ის მიერ ენერგეტიკული ბიზნესის ფილიალი Adan Power დაარსდა. Adan Power ფლობს თბოელექტროსადგურებს, რომელთა სიმძლავრეა 4620 მეგავატი.

2006 წელს ადანი ელექტროენერგიის წარმოების ბიზნესში შევიდა. 2009 წლიდან 2012 წლამდე მან შეიძინა Abbot Point Port ავსტრალიაში და Carmichael ქვანახშირის მაღარო ქუინსლენდში.

2020 წლის მაისში ადანიმ მოიგო ინდოეთის მზის ენერგიის კორპორაციის მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ტენდერი, რომლის ღირებულება 6 მილიარდი დოლარია. 8000 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტის ავტორი Adan Solar -ია. იმავე წლის სექტემბერში ადანიმ შეიძინა მუმბაის საერთაშორისო აეროპორტის 74%-იანი წილი.

2022 წლის თებერვალში ის გახდა აზიის უმდიდრესი ადამიანი და კიდევ ერთ ინდოელ მილიარდერს, მუკეშ ამბანის აჯობა. 2022 წლის აპრილში მან დაამყარა კავშირი Seth Corporation-თან, რათა გაევრცელებინა თავისი ბიზნესი ნეპალში.

fjnur6ikr-1651237931.jpg

პირადი ცხოვრება

ადანი დაქორწინებულია პრიტი ადანიზე, რომელიც ინდოეთში ცნობილია ქველმოქმედებით და საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

საზოგადოებისთვის ადანის ოჯახის დეტალები ნაკლებად არის ცნობილი.

გაუტამ ადანის მეუღლე - პრიტი ადანი და მათი შვილები, კარან და ჯეტ ადანები მედიასთან იშვიათად ჩნდებიან.

პრიტი ადანი აქტიურად მუშაობს გუჯარათში ქალების წიგნიერების დონის ამაღლებაზე. მისი ხელმძღვანელობით, ადანის ჯგუფის CSR ბიუჯეტი რეკორდულ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება ვაჟებს - კარან ადანი შპს Adan Ports & Special Economic Zone-ის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ძმა, ჯეტი კი გავრცელებული ინფორმაციით პენსილვანიის უნივერსიტეტის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერების სკოლას ამთავრებს.

თეონა რამაზაშვილი