”ნესტლე” შოკოლადიდან ხელოვნურ დანამატებს ამოიღებს

ახალი პროდუქცია გაყიდვაში მომავალ წელს გამოვა

კვების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია "ნესტლე", აშშ-ში შოკოლადის წარმოებისას ხელოვნურ დანამატებს, კერძოდ არომატებსა და ფერს აღარ გამოიყენებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა დანამატების წარმოებიდან ამოღებას ითხოვდა. შვეიცარიული კომპანიის ამერიკელი წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ისინი ხელოვნურ დანამატებს 250 სახეობის შოკოლადის წარმოებიდან წლის ბოლომდე ამოიღებენ. მათივე განცხადებით, ხელოვნურ არომატსა და ფერებს ბუნებრივი ინგრედიენტებით ჩაანაცვლებენ. ახალი პროდუქცია კი გაყიდვაში მომავალ წელს გამოვა.