რუბლმა გამყარება დაიწყო

რუსული რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

დილის მონაცემებით, ერთი დოლარი 62,20 რუბლი ღირს, 1 ევრო კი-  70,90 რუბლი. ანალიტიკოსების განცხადებით, უცხოურ ვალუტასთან მიმართებით რუბლის ღირებულების ზრდა დაკავშირებულია რუსული საფონდო ბირჟის ზრდის შენარჩუნებასთან. რაც შეეხება ნავთობის ფასს, დღეის მონაცემებით, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა და ერთ ბარელზე 62,1 დოლარი შეადგინა.