მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ვისკის ბოთლი აუქციონზე გაიყიდება

მსოფლიოში ყველაზე დიდმა შოტლანდიურმა ვისკიმ, რომელიც შეიცავს 444 სტანდარტული ბოთლის ექვივალენტს, შესაძლოა, ყველაზე ძვირად ღირებული ვისკის ბოთლის სტატუსი მოიპოვოს. მიმდინარე თვეში ის აუქციონზე უნდა გაიტანონ.

ბოთლი, სახელწოდებით The Intrepid, შოტლანდიური ვისკის Macallan-ისგან შედგება და ის გასულ წელს ჩამოასხეს.

რეკორდსმენი ბოთლი სტანდარტულ მამაკაცზე უფრო მაღალი ზომისა და ორჯერ უფრო ფართოა. ბოთლი დამოწმებულია გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ, როგორც ვისკის ყველაზე დიდი ბოთლი მსოფლიოში.

ლოტის ღირებულებად მინიმუმ 1,9 მილიონი დოლარი მოიაზრება.

აუქციონი 25 მაისს გაიმართება და Intrepid-ის გარდა, მასზე სტანდარტული და მინიატურული ზომის ბოთლებიც იქნება წარდგენილი.

ეკა დარჩიაშვილი