რუსეთი უნგრეთის ბუნებრივი აირით მომარაგებას გააგრძელებს

რუსეთი უნგრეთის ბუნებრივი აირით მომარაგებას გააგრძელებს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. გაზის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ლიდერს შორის გუშინ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. თუმცა, თუ რა ფასში მიაწვდის მოსკოვი ბუდაპეშტს ბუნებრივ აირს, ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის კონფლიქტის გამო ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, უნგრეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ამ დრომდე არ დაძაბულა. ოფიციალური ბუდაპეშტი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს და მასთან მეგობრული კავშირების შენარჩუნებას ცდილობს.