ერთ თვეში ვიზიტორები რუსეთიდან - 48,9%-ით, ბელარუსიდან - 42,7%-ით და უკრაინიდან - 104,2%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში 244 293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 29 649, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 214 644 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტების მიხედვით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იყო რუსეთი, საიდანაც 2022 წლის აპრილში 33 556 ვიზიტი განხორციელდა. მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული აგრესიის შემდეგ რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ, 2022 წლის მარტში ეს მაჩვენებელი - 22 536 იყო. ზრდა ერთ თვეში 48,9%-ია.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტების რიცხვი გაზრდილია ბელარუსიდან და უკრაინიდანაც. კერძოდ, გასულ თვეში ბელარუსიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 7 507 ვიზიტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის მარტში ეს მაჩვენებელი - 5 260 იყო. ზრდა 42,7%-ია.

რაც შეეხება უკრაინას, ვიზიტები აპრილში წინა თვესთან შედარებით, 104,2%-ით გაიზარდა. უკრაინიდან მიმდინარე წლის აპრილში ვიზიტებმა - 13 018; 2022 წლის აპრილში კი - 6 375 შეადგინა.

თაია არდოტელი