ლარი გაუფასურებას განაგრძობს

აშშ დოლართან მიმართებაში, ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 19 თებერვლიდან, 1 დოლარის შეძენა 2.0839 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0730 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0109 ლარი შეადგინა.