Coca-Cola რუსეთის ბაზრის სრულად დატოვებას არ გამორიცხავს

ამერიკული კომპანია Coca-Cola Co., რომელიც გახლავთ მსოფლიოს უმსხვილესი არაალკოჰოლური სასამელების მწარმოელი, შესაძლოა, რუსეთის ბაზრიდან სრულად გავიდეს. ეს ვარიანტი არ გამორიცხა კომპანიის ხელმძღვანელმა ჯეიმს კუნისმა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ CEO Council Summit-ზე განაცხადა. სამიტი ორგანზიებული იყო The Wall Street Journal-ის მიერ.

მისი თქმით, „კოკა-კოლა“ შესაძლოა, მივიდეს იქამდე, რომ მან სრულად დატოვოს რუსეთის ბაზარი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება.

მარტში კომპანიამ გამოაცხადა, რომ წყვეტდა მისი სასმელებისთვის საჭირო ინგრედიენტების მიწოდებას რუსული ბაზრისთვის.

ცნობისათვის, თავის დროზე კომპანია გააკრტიკეს იმის გამო, რომ არ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში. მაშინ ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ამით რუსეთის ხელისუფლებაზე წნეხს ვერ გაზრდიდნენ. მათივე პროგნოზი, ამ ბაზრიდან გასვლა კომპანიას წლიურ 1-2%-იან შემოსავალს დაუკარგავდა.

რუსეთში კომპანიის შვილობილი კომპანია Coca-Cola Co. - Coca-Cola HBC მუშაობს. მას აქ 10 ქარხანა ეკუთვნის. Coca-Cola HBC-ის გაყიდვები 2021 წელს 18,3%-ით გაიზიარდა 2,1 მლრდ ლიტრამდე.

კოკა კვირკველია