Moderna-მ კვარტალური მოგება გაასამმაგა

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Inc. კომპანიის ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, კომპანიის კვარტალური შემოსავლების ზრდა კოვიდ-19 ვაქცინის გაყიდვებს უკავშირდება.

იანვარ-მარტში კომპანიის სუფთა მოგება 3,6 მლრდ დოლარია, რაც 3-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება კვარტალურ შემოსავლებს, ის შარშანდელი 1,9 მლრდ დოლარიდან 6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. არადა ანალიტიკოსების პროგნოზი იყო 4,2 მლრდ დოლარი.

ამასთან კრონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიდან მიღებულმა შემოსავლებმა 5,9 მლრდ დოლარი შეადგინა, გასულ წელს კი 1,7 მლრდ დოლარი იყო.

კომპანიამ 2022 წლის პროგნოზიც დაამტკიცა, რომლის თანახმად 2022 წელს 21 მლრდ დოლარის შემოსავალს მოელის.

მონაცემების გავრცელების ფონზე კომპანიის აქციები 4,5%-ით გაძვირდა.

კოკა კვირკველია