რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები 3-ჯერ შემცირდა

2022 წლის აპრილში რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შემდარებით 3-ჯერ არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად კი 2,9-ჯერ. გასულ თვეს ამ ქვეყანაში 27,2 ათასი ავტომობილი გაიყიდა.

ამასთან, თვის პირველ კვირას ავტოდილერებმა 5,7 ათასი ავტომობილი გაყიდეს, ხოლო ყველაზე „ჩუმი“ კვირა აღმოჩნდა მეორე კვირა, როცა 5,5 ათასი ავტომობილის რეალიზება მოხდა, თვის მეორე ნახევარში კი ტრენდი მზარდი იყო როცა 6,6 და 7,7 ათასი ახალი ავტომობილის რეალიზება მოახერხეს.

აპრილის მაჩვენებლები არსებითად ჩამორჩება მარტის მაჩვენებელს, როცა კვირის განმავლობაში 15 ათასამდე ავტომობილი იყიდებოდა, ხოლო იანვარ-თებერვალში 20 ათასზე მეტი. მარტში რუსეთში 55,1 ათასი ახალი ავტომობილი გაიყიდა.

როგორც ცნობილია, დასავლურმა ბრენდებმა რუსეთში ახალი ავტომობილების წარმოება და რეალიზება შეწყვიტეს. ადგილობრივ მწარმოებლებს კი მაკომპლექტებლების მწვავე დეფიციტის ფონზე კონვეიერების გაჩერება უწევთ. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ რუსეთში ახალი ავტომობილების ფასი შესამჩნევად იზრდება.

კოკა კვირკველია