უამინდობის გამო, თბილისი-სტამბოლის რეისები ვერ სრულდება

თურქეთში უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისისა და თბილისი-სტამბოლის რეისების შესრულება ვერ ხერხდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, Turkish Airlines-ის თვითმფრინავი სტამბოლიდან თბილისში 04:25 საათზე, ასევე, 11:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აღნიშნული რეისები ვერ სრულდება. სტამბოლიდან არ გამოფრენილა Atlasjet-ის თვითმფრინავიც, რომელიც თბილისში 03:40 საათზე უნდა დაშვებულიყო.

აეროპორტის ინფორმაციით, იმის გამო, რომ სტამბოლიდან ფრენები არ განხორციელებულა, შესაბამისად, თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით რეისები ვერ სრულდება.