მთავრობა რეგიონებში პროექტების სუბსიდირებას გეგმავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რეგიონებში ბევრი პროექტის სუბსიდირებას გეგმავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი დავალებით უკვე რამდენიმე თვეა მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე. "ჩვენ თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, ყველა რაიონში არსებული პოტენციალი. ვაპირებთ, რომ მარტის თვიდან დავიწყოთ აქტიურად ამ გეგმების პრეზენტაცია. ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა და კერძო სექტორი აქტიურად ვითანამშრომლებთ. ჩვენ სუბსიდირებას გავუკეთებთ ძალიან ბევრ პროექტს რეგიონებში, რომელიც გამოიწვევს რეგიონების გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების ზრდას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წელს ასევე უნდა გააქტიურდეს პროგრამა "აწარმოე საქართველოში".