კომპანია "არემჯიმ" გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა

კომპანია "არემჯიმ" გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, "არემჯიმ" გარემოსდაცვითი აუდიტის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს გარემოსდაცვით-საკონსულტაციო სფეროში დასაქმებული, ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური კომპანიები შეარჩია. მათივე განმარტებით, გარემოსდაცვითი აუდიტის მიზანია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მაჩვენებლების დამოუკიდებელი შეფასება შპს "არემჯი გოლდისა" და სს "არემჯი კოპერის" კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში, რომლებიც ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში მდებარეობს.

17 თებერვალს, პოტენციურ კანდიდატებს კომპანიამ ინდივიდუალურად დაუგზავნა მოთხოვნა კომერციულ შეთავაზებაზე და მისი პირობები. ტენდერში მონაწილე კანდიდატებმა თავიანთი შეთავაზებები კომპანია "არემჯის" 27 თებერვალს, 17:00 საათამდე უნდა წარუდგინონ.

კომპანია "არემჯი" ტენდერში გამარჯვებულს 4 მარტს გამოავლენს.