3-ჯერ გაზრდილი იმპორტი - სად ვყიდით და ვყიდულობთ კომბოსტოს, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

კომბოსტო ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მუდმივად პირველია.

მარტში პროდუქტი 289.8%-ით გაძვირდა, თებერვალში 263%-ით, იანვარში 238%-ით.

იანვარ-მარტში საქართველოში 558 ათასი დოლარის 5,685 ტონა კომბოსტო შემოვიდა. ეს კი 3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2021 წლის 3 თვეში ქვეყანამ 200,8 ათასი დოლარის ღირებულების 1 806 ტონა კომბოსტო იყიდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველომ მიმდიმარე წლის პროდუქტი იყიდა :

  • თურქეთი - 275 2 ათასი დოლარი, 3 065 ტონა
  • ირანი - 274 5 ათასი დოლარი, 2 594 ტონა
  • თურქეთი - 2.2 ათასი დოლარი, 22 ტონა
  • ნიდერლანდები - 6.6 ათასი დოლარი, 3.8 ტონა

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან მიმდინარე წელს 182 ათასი დოლარის 341 ტონა კომბოსტო გავიდა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი 132,8 ათასი დოლარის ღირებულების 210 ტონა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების სიას, სადაც საქართველომ ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი გაყიდა:

  • სომხეთი - 179 ათასი დოლარი, 324 ტონა
  • აზერბაიჯანი - 3.2 ათასი დოლარი , 16 ტონა

თამარ მუკბანიანი