”დაიმლერის” შეფ დიტერ ცეტშეს სჯერა, რომ მაქსიმუმ 15 წელიწადში მძღოლებს თითქმის აღარ დასჭირდებათ ავტომობილების მართვა.
ცეტშეს აზრით, 2030 წლისთვის მთელს მსოფლიოში მასობრივი იქნება ელექტრომობილები ავტოპილოტებით, რომლებიც გზებზე თითქმის ყველა გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ და ეს შეეხება არა მარტო მაღალ ან პრემიუმ-კლასს, არამედ დაბალ კლასსაც.
”რამდენიმე წელიწადში ავტომობილები უკვე სრულად თავისით ივლიან,” - აცხადებს დიტერ ცეტშე ჟურნალ ”შტერნისთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - ”მძღოლებს კი შეეძლებათ, საჭესთან ზურგით ისხდნენ, ავტომობილი კი თავისით ივლის და თავისით მოუხვევს.” ”დაიმლერის” შეფის აზრით, მომავალი ელექტროამძრაობისაა.
ავტორი: შალვა ბუაჩიძე
წყარო: autobild.ge