რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან

2022 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 23 607 802 ლარს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 6 452 669 ლარს შეადგენდა.

ამასთან, 2022 წლის 1-ელ სამ თვეში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 11 744 667 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 1 963 802 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან (ონლაინ კაზინოები) - 3 040 181 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 6 521 100 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი - 6 859 151 ლარი იყო.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-მარტში სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 6 727 038 ლარი შევიდა (შეგახსნებთ, ობიექტები დახურული იყო), პანდემიამდელ 2019 წლის იანვარ-მარტში კი 31 558 384 ლარი.

თაია არდოტელი