ევროპაში ელექტროლიზერების წარმოება ათჯერ გაიზრდება

შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისიის წევრის ტიერი ბრეტონის განცხადებით, ევროპაში ელექტროლიზერების (სუფთა წყალბადის მწარმოებელი დანადგარი) წარმოება გაათმაგდება. ამის შესახებ პირობა მან ამ დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო.

„სუფთა წყალბადი აუცილებელია სამრეწველო ნახშირორჟანგული ნარჩენების ემისიების შემცირებისთვის და ხელს უწობს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთისგან. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. აი, რატომ არის დროული და ამასთანავე საჭირო ასეთი მაღალი დონის შეხვედრა“, - განაცხადა ბრეტონმა.

მისი განცხადებით, დარგის წარმომადგენლები მზად არიან წარმოება გააათმაგონ ევროპაში, კომისია კი მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას.

ბრეტონმა და დარგის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დარგმა აიღო ვალდებულება გაზარდოს ელექტროლიზერების საწარმოო სიმძლავრეები ათჯერ უკვე 2025 წლისთვის.

ეს კი, როგორც ევროკომისიაში მიაჩნიათ, ხელს შეუწყობს 2030 წლისთვის წყალბადის წარმოების 10 მლნ ტონით გაზრდას წელიწადში, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთზე.

კოკა კვირკველია