უმსხვილესმა ტექნო-გიგანტებმა საბაზრო ღირებულების ერთ ტრილიონზე მეტი დაკარგეს

ბოლო სამი სავაჭრო დღის განმავლობაში - 5,6 და 9 მაისს, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ერთი ტრილიონი დოლარი მას შემდეგ დაკარგეს, რაც Fed-მა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა.

გაყიდვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს, 4 მაისს გადაწყვიტა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ნახევარი პროცენტული პუნქტით, წერს CNBC.

4 მაისს, ვაჭრობის დასრულების შემდეგ, Apple-მა 220 მილიარდი დოლარი დაკარგა, Microsoft-მა 189 მილიარდი, Tesla-მ - 199 მლრდ., Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 173 მლრდ-ით შემცირდა. Alphabet – 123 მილიარდით ნაკლები ღირს, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიდეოკარტების მწარმოებელმა Nvidia-მ კი 85 მილიარდი დაკარგა, Meta – 70 მლრდ.

აშშ-ის საფონდო ბირჟაზე აქციები 6 მაისს დაეცა და 9 მაისამდე გასტანა.

ეკა დარჩიაშვილი