Georgian Fish and Caviar გლობალურ ბაზარზე გადის

ეროვნული ინტერესებითა და ზღვის სიყვარულით შექმნილი კომპანია Georgian Fish and Caviar – გლობალურად ფართოვდება.

კომპანიის დამფუძნებელი მალხაზ შუბალიძე (Malkhaz Shubalidze), ქობულეთში გაიზარდა, რამაც წყლისა და მისი ბინადრების მიმართ სიყვარული განაპირობა. თუმცა ეს ენთუზიაზმი კომერციული ინტერესების საფუძველი მხოლოდ საზღვარგარეთ გასინჯული შავი ხიზილალის შემდეგ გახდა. მაშინ საქართველოს ამ სფეროს განვითარების უსაზღვრო და აუთვისებელი პოტენციალი ჰქონდა, ამიტომ, ეროვნულ ინტერესებთან კომბინაციით, შეიქმნა ინოვაციური ფერმა – Georgian Fish and Caviar.

malkhaz-shubalidze-1652255144.jpg

რთული გზის მიუხედავად, ინტენსიური წყალმომარაგების მეურნეობა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და ყველა ევროპული სტანდარტის დაცვით აშენდა. ეს არის იდეალური გარემო გადაშენების პირას მყოფი სახეობების დასაცავად და კავკასიის რეგიონში გამორჩეული ხიზილალის დასამზადებლად.

ფერმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყლით, მდინარე კინტრიშით, მარაგდება. ის თევზებს ბუნებრივი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, რაც მაღალი ხარისხის საკვებთან, როგორიცაა Biomar, Skretting და Coppens, ხიზილალის პიკანტურ გემოს განაპირობებს.

პროფესიონალთა გუნდმა ასევე დანერგა თევზის მოწველის ინოვაციური მეთოდი, რომლის გამოყენებით ხიზილალის მიღების პროცესი თევზს ზიანს არ აყენებს.

2 წელზე მეტია დაწესებულება ჩართულია ეროვნული მასშტაბის ინიციატივაში, რომლის ფარგლებში მაღალმთიანი აჭარის მდინარეების აბორიგენული ნაკადულის კალმახით გათევზიანება ხდება. ამ წამოწყების მიზანი მდინარეებზე განთავსებული ჰესების მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებაა. სულ მალე სიას ქობულეთისა და გურიის მდინარეებიც დაემატება.

მიუხედავად იმისა, რომ კოლხური ზუთხისთვის შესაბამისი საცხოვრებელი გარემოს შექმნა რთულია, ფერმაში დღემდე წარმატებით მიმდინარეობს გადაშენების პირას მყოფი ჯიშის რეპროდუქციის პროცესი. კოლხური ზუთხის გამრავლების საერთო მიზნით, ისინი, მემორანდუმის საფუძველზე, თანამშრომლობენ ბათუმის აკვარიუმთან.

georgian-fish-caviar-1-1652255277.jpg

როგორც მალხაზ შუბალიძე ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობის შენარჩუნება და მასზე დაკვირვება ამ სფეროში მისი უდიდესი მიღწევა იქნება.

Georgian Fish and Caviar, ახალ მთავარ ტექნოლოგიურ ოფიცერთან – ლერი ჭიჭინაძესთან (Leri Chichinadze) ერთად, არსებული საწარმოს გაფართოებას და ქართული პროდუქციის გლობალური ბაზრისთვის გაცნობას გეგმავს.

(R)