ახალმა ზელანდიამ რუსეთის 8 ორგანიზაციასა და საჯარო პირს სანქციები დაუწესა

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.

„ახალი ზელანდია გმობს რუსეთის გაუმართლებელ საქციელს, უკრაინაში შეჭრის გამო“, - ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

სანქციების ქვეშ მოჰყვა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, იგორ კონაშენკოვი, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის გენერალური დირექტორი, ოლეგ დობროდეევი, მედია ჰოლდინგ „წითელი ვარსკვლავის“ პრეზიდენტი ალექსეი პიმანოვი, ახალი ამბების პორტალის, NewsFront-ის თანადამფუძნებელი მიხაილ სინელინი.

მაჰუტამ განმარტა, რომ სანქციები 8 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც პუტინის დეზინფორმაციის კამპანიას მხარს უბამენ და უკრაინის კიბერშეტევაში მონაწილეობენ.

ეკა დარჩიაშვილი