სტაბილური პერიოდის შემდეგ თურქულმა ლირამ კვლავ გაუფასურება დაიწყო

თურქეთის ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილური პერიოდის შემდეგ კვლავ გაუფასურების გზას დაადგა. სტამბოლის ბირჟის მონაცემებით, დღეს 1 დოლარის ღირებულებამ 15,37 ლირა შეადგინა.

ანალიტიკოსები, რომლებიც თურქეთის ფინანსურ ბაზარს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ ერთ კვირაში ამ თითქმის 5%-იანი გაუფასურების მიზეზი გახდა თურქეთის მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე, რომელმაც აპრილში 70%-ს მიაღწია. „ბანკირები ლირას შემდგომ გაუფასურებას მოელიან“ - წერს ეკონომიკური გამოცემა Sözcü.

სიტუაციის ნორმალიზებისთვის ბანკების წარმომადგენლების უმეტესობა თვლის, რომ საჭიროა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი. თუმცა ამავდროულად ამის მოლოდინი არ აქვთ, ვინაიდან რეჯეპ ტაიპ ერდორანი წინააღმდეგია მაღალი საპროცენტო განაკვეთების.

თურქეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს გასული წლის ბოლოდან უცვლელად ტოვებს 14%-ის დონეზე. ამასთან, უწყებამ აპრილში ინფლაციის პროგნოზი 23,2%დან 42,8%-მდე გაზარდა.

კოკა კვირკველია