Api.bog.ge - ბიზნესისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ სივრცეში ერთიანდება

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის საჭირო ყველა სერვისს ერთ სივრცეში აქცევს. ამ მიზნით შეიქმნა ვებგვერდი Api.bog.ge, რომელიც ონლაინ შეძენისთვის მომხმარებელს მარტივ გზებს შესთავაზებს.

ვებ-გვერდი Api.bog.ge აერთიანებს სხვადასხვა API ფუნქიონალს, გადახდის მეთოდებსა და ღილაკებს. მათი დახმარებით, ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ მომხმარებელს შესთავაზონ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები, მართონ გაყიდვები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდეს უსაფრთხოდ და დაცულად.

„ბაზარზე ყველა პროდუქტს სჭირდება ბანკთან ინტეგრაცია, რაც არც ისე ჰარმონიული პროცესია. მას მომხმარებლები ხშირად დრაკონსაც ადარებენ, რადგან დიდ და რთულ პროცესთან ასოცირდება. ესენია: Api-ს შესახებ ინფორმაციის მოძიება, Api-ის დოკუმენტაციები, გართულებული ინტეგრაცია, ბიუროკრატია. და ბოლოს, ყველა ფიქრობს, ბანკს რომ მოვუყვე ჩემი იდეის შესახებ, კონკურენტად ხომ არ აღმიქვამს? ჩვენ თითეულ ამ კითხვას თავი ერთად მოვუყარეთ და შევეცადეთ ყველა მათგანზე გამოსავალი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. შედეგად მივიღეთ Api.bog.ge, რითიც პროცესი მნიშვნელოვნად გავამარტივეთ,“ - აღნიშნავს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსი.

გადახდის მეთოდები, რომლის ინტეგრირებასაც ბიზნესი საკუთარ ციფრულ არხში, api.bog.ge-ს დახმარებით შეძლებს, შემდეგია: ბარათით გადახდა, ინტერნეტბანკით, PLUS და MR ქულებით, Apple Pay, ონლაინ განვადებით ყიდვა. ყველა ამ გადახდის მეთოდის დამატება api.bog.ge-დან, ერთი ინტეგრაციით არის შესაძლებელი.

ბანკი აგრძელებს მუშაობას, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს ბიზნესს. ბანკს დაგეგმილი აქვს, რომ Api სერვისზე რეგისტრაცია ონლაინ გახდება შესაძლებელი. ასევე, მომხმარებლისთვის მართვის პანელი გახდება ხელმისაწვდომი. საქართველოს ბანკის მიზანია, თავი მოუყაროს ყველა სერვისს ერთ სივრცეში, მომხმარებელმა ის მართოს მარტივად და შედეგად, მისი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს.

„საქართველოს ბანკი“ Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” მართავს, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განვითარებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებსა და ინოვაციებს ეხება.

ღონისძიების ფარგლებში, დაანონსდა სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

(R)