საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი სერვისები ემატება

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ჭრილში უამრავ ახალ ციფრულ შესაძლებლობას ქმნის. ბანკი მუდმივად აკვირდება მომხმარებლის ქცევას, მის მოთხოვნებსა და სურვილებს იკვლევს. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად კი ბიზნეს ინტერნეტბანკს სრულიად ახალი სერვისები დაემატა.

ამიერიდან ბიზნესისთვის უკვე შესაძლებელია: საქართველოს ბანკში ანგარიშის ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად გახსნა, ციფრული ბიზნეს ბარათით სარგებლობა, API სერვისებით სარგებლობა, რაც თავის თავში აერთიანებს მარაგების მართვის პლატფორმას, საბუღალტრო პლატფორმას, საწარმოს მართვის პლატფორმას და ა. შ.

„დღეს საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი სრულიად ციფრულია. ჩვენს მომხმარებელს ყველა მოთხოვნაზე ვეუბნებით „დიახ“. ის მარტივად განახორციელებს გადარიცხვებს, ანგარიშის გახსნასა თუ დახურვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტბანკში თანამშრომლის დამატებაა შესაძლებელი სპეციალურად გაწერილი უფლებებითა და ფუნქციონალით, რაც ფინანსების მართვას ბიზნესისთვის კიდევ უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის,“ - აღნიშნავს ლიკა თავართქილაძე, საქართველოს ბანკის Digital Product Owner.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი მუდმივად ვითარდება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით. ძალიან მალე კი ბიზნეს სესხის აღებაც ციფრულად ინტერნეტბანკის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკმა“ Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღე” გამართა, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განვითარებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებსა და ინოვაციებს ეხება.

ღონისძიების ფარგლებში, დაანონსდა სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

(R)