როგორ გამოიყურება ვლადიმერ პუტინის 700 მლნ დოლარად შეფასებული თვითმფრინავი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყველა ოფიციალურ საერთაშორისო შეხვედრებზე საპრეზიდენტო თვითმფრინავით მგზავრობს. IL-96-300PU-ის ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი დოლარია. იგი აღჭურვილია მოწინავე საკომუნიკაციო სისტემით, რომელიც გათვლილია თითქმის ყველა სახის მოულოდნელი ინციდენტის თავიდან არიდებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გარედან თვითმფრინავი ჩვეულებრივი და სადაა, რუსეთის პრეზიდენტის ფლაგმანი თვითმფრინავი არის გრძელ მანძილზე ფრენისთვის განკუთვნილი, ფართო ტანის მქონე კორპუსი, რომელიც ჩვეულებრივი მოდელისგან გამოირჩევა.

როდესაც საპრეზიდენტო თვითმფრინავის სურათებმა მედიაში გაჟონა, ხალხი გაოცდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, ერთი შეხედვით უბრალო გადაადგილების საშუალება, საოცარ ფუფუნებას და კომფორტს იტევს.

plane-1652339296.jpg

საპრეზიდენტო თვითმფრინავი

რუსეთის საპრეზიდენტო თვითმფრინავს ოპერირებს Rossiya Airlines.

Il-96-300PU არის მოდიფიცირებული Il-96. არსებობს დაახლოებით ხუთი მოდიფიცირებული Il -96, რომლებიც საპრეზიდენტო თვითმფრინავებად გამოიყენებოდა.

პირველი ეკუთვნოდა ბორის ილცინს, მეორე გამოიყენა ვლადიმერ პუტინმა 2005 წელს. მესამე მოდიფიცირებული მოდელით 2010 წელს დიმიტრი მედვედევი სარგებლობდა. სწორედ მან გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო ფლოტის გაფართოება სურდა დამატებით კიდევ ორი ​​თვითმფრინავით.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტების Il -96 აქვს ლაზერული რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა.

ppppp-1652339441.jpg

თვითმფრინავის ინტერიერი და ექსტერიერი

თვითმფრინავის ექსტერიერი გაფორმებულია ოქროსფერი აქცენტებით. ინტერიერი შესრულებულია ნეოკლასიკურ სტილში. თვითმფრინავი ასევე აღჭურვილია ოფისით, რომელიც გამოიყენება პრეზიდენტის დღის სამუშაოებისთვის.

თვითმფრინავს მაქსიმალური სიჩქარე 560 მილი/საათია.

თვითმფრინავს აქვს ლამაზი და მდიდრული აბაზანა, შთამბეჭდავი სპორტული დარბაზი და მდიდრული საძინებელი. მას ასევე აქვს საპრეზიდენტო ლუქსი და საკონფერენციო დარბაზი.

ბორტზე ყოველთვის არის ექიმი და სამედიცინო კომპლექტი. ოთახი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საოპერაციო ოთახად.

თვითმფრინავს ასევე აქვს ორი სამზარეულო. თვითმფრინავის საწვავის შევსება შესაძლებელია ჰაერში ყოფნისას, რაც საშუალებას აძლევს მას, ჰაერში დარჩეს განუსაზღვრელი ვადით.

ppp-1652339463.jpg

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი