ადრეული საზამთროს იმპორტი იზრდება - რა ღირს პროდუქტი ქართულ ბაზარზე

საქართველოში საზამთროს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსები წერენ, სწორედ გაზრდილი იმპორტი გახდა მიზეზი იმისა, რომ 2021 წელს ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის დაბალ ფასებში გაყიდვა მოუწიათ.

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი წლიურად საშუალოდ 1200 ტონით მატულობს. გასული წლის მაისში იმპორტირებული საზამთროს მაღალი ბრუნვა დაფიქსირდა - 2500 ტონა. მაისის განმავლობაში საშუალო ომპორტი ბოლო 7 წლის განმავლობაში 500 ტონას შეადგენს.

მიმდინარე წელს, ოფიციალური მონაცემებით, განსაკუთრებით აპრილში, იმპორტი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებული საზამთრო 540 ტონას შეადგენს, რაც 10%-ით მეტია, ერთად აღებული გასული 8 წლის აპრილთან შედარებით.

რაც შეეხება ფასებს, 2022 წელს საზამთროს ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წელს იყო, თუმცა წელს იმპორტი ოთხჯერ მაღალია.

2022 წელს ძირითადი იმპორტიორი ირანია და ერთი კილოგრამის ფასი საშუალოდ 0,54 ლარს (0,18 დოლარი) შეადგენს. ეს ფასები სეზონზე უფრო მაღალია, თუმცა როგორც წესი, 3-4 თვეში ის 50%-ით კლებულობს.

გასულ სეზონზე საქართველოში საზამთროს იმპორტმა ჯამში 10 500 ტონა შეადგინა. ივლის-აგვისტოში, როდესაც ადგილობრივი საზამთრო უკვე ხელმისაწვდომი ხდება, იმპორტი კლებულობს.

ეკა დარჩიაშვილი