Siemens-მა რუსეთის ბაზარი დატოვა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტი გერმანულმა Siemens-მაც დაგმო და განაცხადა, რომ ამიერიდან რუსეთის ბაზარს ტოვებს.

„რუსეთს ეტაპობრივად დავტოვებთ. საერთაშორისო სანქციები გავლენას ახდენს ჩვენს ბიზნესზე, განსაკუთრებით საუბარია სარკინიგზო და ტექნიკურ მომსახურებაზე“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Siemens-ი რუსეთში 1950-იანი წლებიდან პოზიციონირებს.

ეკა დარჩიაშვილი