ყაზახეთიდან შაქრის ექსპორტი აიკრძალა

ყაზახეთის ხელისუფელბამ მიიღო გადაწყვეტილება, 23 მაისიდან ნახევარი წლით ქვეყნიდან აიკრძალოს შაქრის გატანა. ამის შესახებ საუბარია ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის ერბოლა კარაშუკეევას ბრძანებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს დადგენილი კანონდებლობის შესაბამისად მოახდინოს ამ ბრძანების შესახებ „ევრაზიული ეკონომიკური კომისიის“ ინფორმირება. ბრძანება მოქმედებაში მოვა მისი გამოცემიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ.

კოკა კვირკველია