მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაიზარდა

2014 წლის IV კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 5.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის IV კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 300 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის IV კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.8 პროცენტით აღემატება.

აქედან ფურის სულადობამ 643 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა და 867 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 209 ათასი სული იყო, რაც 9.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, 2014 წლის IV კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 7 361 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 8.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს.