Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენები გამოავლინა

„ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები გამოავლინა.

2022 წლის რეიტინგის პირველ ადგილზე, უკვე მეორედ, ფეხბურთელი ლიონელ მესი გავიდა. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მან 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. პირველ ადგილზე მესი ასევე 2019 წელს იმყოფებოდა.

მისი მთავარი კონკურენტი, კრიშტიანო რონალდუ, წელს მესამე ადგილს დასჯერდა 115 მილიონი დოლარით, რაც შეეხება მეორე პოზიციას, ის კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა 121,2 მილიონი დოლარით. მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და გახდა NBA-ს მეათე მოთამაშე, რომელმაც 100 მილიონიანი ნიშნული გადალახა. მესიმ და რონალდუმ ეს ნიშნული ხუთჯერ გადალახეს სათითაოდ.

ათეულში მოხვდნენ ასევე ცნობილი სპორტსმენები - როჯერ ფედერერი (90,7 მლნ.), კევინ დიურანტი (92,1 მლნ.), სტეფენ კარი (92,8 მლნ.), ტომ ბრედი (83,9 მლნ.) და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უმდიდრესი სპორტსმენების პირველ პოზიციაზე ირლანდიელი UFC-ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი იმყოფებოდა.

მსოფლიოს ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 992 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. რეიტინგის არსებობის ისტორიაში ეს სიდიდით, რიგით მესამე მაჩვენებელია.

ეკა დარჩიაშვილი