რძის, კვერცხისა და ხორცის წარმოება გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 118.6 მლნ ლიტრი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 20.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.5 პროცენტით აღემატება; ხოლო კვერცხის წარმოებამ 138.2 მილიონი ცალი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით მეტია.