დიდმა ბრიტანეთმა ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და თავის სიას კიდევ 12 ადამიანი დაუმატა. სანქციები აქტივების გაყინვას, ქვეყანაში შესვლისა და გასვლის აკრძალვას გულისხმობს.

შეზღუდვებში მოხვდა „ეროვნული მედია ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს უფროსი, ალინა კაბაევა, რომელიც, როგორც ბრიტანული ხელისუფლება აცხადებს, „აქტიურად ეწევა რუსულ პროპაგანდას“, ომის დაწყების მომენტიდან.

ამას გარდა, სიაში მოხვდა კაბაევას ბებია, ანა ზაცეპილინა, რომელმაც სანქცირებული მილიარდერისგან, გენადი ტიმჩენკოსგან ქონება მიიღო.

სანქციები შეეხო ასევე პუტინის ყოფილ მეუღლეს, ლუდმილა ოჩერეტნას, ასევე რუსეთის პრეზიდენტის კურსელს, ვიქტორ ხმარინს, პუტინის ბიძაშვილს იგორ პუტინს, ბიძაშვილის შვილებს - რომან და მიხაილ პუტინებს, უახლოესი მეგობრის შვილს - იური შამალოვს, ასევე „პანამის არხის“ თემაზე ხშირად მოხსენიებულ ალექსანდრ პლეხოვს და ა.შ.

ეკა დარჩიაშვილი