ფინურმა კომპანიამ Raisio, რომელიც რუსულ ბაზარზე ბრენდ Nordic-ის სახელწოდებით ფაფებსა და ბურღულეულს ყიდის, თავისი ბიზნესის გაყიდვის შესახებ განაცხადა. მყიდველი კომპანია „კოპაკერ აგრო“ გახდა, რომელიც პროდუქტების დაფასოებითა და წარმოებით არის დაკავებული. ამჟამად ის ბრენდის 100%-იანი მფლობელია.
ხელშეკრულება 12 მაისს გაფორმდა, გარიგების ღირებულება 1,5 მილიონი ევრო შეადგინა.
გაყიდვასთან დაკავშირებით, Raisio-ს უფიქსირდება ზარალი დაახლოებით 3.6 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც მან აღიარა 2.9 მილიონი ევროს გაუფასურება EBIT-ში პირველ კვარტალში. ფინურ კომპანიას არ ჰქონდა საკუთარი წარმოება რუსეთში.
რაც შეეხება „კოპაკერ აგრო“-ს, ის ფლობს საწარმოს, სადაც პროდუქცია იფუთება ჩანთებში, ქილებსა და მუყაოს კოლოფებში. მის მომხმარებლებს შორის არის თავად Raisio, რომელიც ფუთავს თავის სკანდინავიურ პროდუქტებს. წარმოებაში 9 ხაზია.
RBC Company-ს ინფორმაციით, დამფუძნებლები არიან იულია ხოდანი (1%) და შპს კოპეკერი (99%).
ამ დღეებში კიდევ ერთმა ფინურმა კომპანიამ Fazer-მა განაცხადა, რომ რუსეთში მოღვაწეობას წყვეტს.