ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებდა ადგილობრივების მოთხოვნას. 1000- მდე ოჯახი, სასმელ წყალს დღეგამოშვებით, ორი საათით იღებდა.

ასევე, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივებს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.