იტალიერი მოდის “მაფიოზი“ - როგორ შექმნა დონატელა ვერსაჩემ თავისი 400 მილიონი დოლარის იმპერია

დონატელა ვერსაჩე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინერია. იგი ბრენდის ხელმძღვანელად ძმის, ჯანის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა და დღემდე საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობს.

დონატელამ შეძლო და ბრენდის Versace თითქმის ყველა მიმართულებით გაზარდა. დღეს, ბრენდი ამჟამად რებრენდირებულია, როგორც Capri Holdings.

მიუხედავად იმისა, რომ Versace ამჟამად Michael Kors Holdings-ს ეკუთვნის, დონატელა ვერსაჩე რჩება საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელად და ვიცე-პრეზიდენტად. ის სახლის საერთო ხედვას მაინც აკონტროლებს.

დონატელას შესვლა მოდის სამყაროში

დონატელა ვერსაჩე 1955 წლის 2 მაისს რეჯიო დი კალაბრიაში, იტალიაში დაიბადა. დონატელა ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მათი მამა მოვაჭრე იყო, ხოლო დედამისი მკერავი.

დონატელას ბავშვობაში რთული პერიოდის გავლა მოუწია - მისი უფროსი და, თინა თორმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა.

1970-იანი წლების შუა პერიოდში დონატელომ გადაწყვიტა სწავლა ფლორენციაში დაეწყო, სადაც ლიტერატურას და ენებს შეისწავლიდა. გარეგონბაზე ზრუნვა მან ადრეული ასაკიდან დაიწყო, თმას ქერად იღებავდა და თვალებს მუდამ მუქი ფერის ლაინერით იხატავდა...

როდესაც დონატელამ სწავლა დაასრულა, მუშაობა ძმასთან დაიწყო, იგი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა, თუმცა კრიტიკული ხედვით გამორჩეული ახალგაზრდა ქალი, მუდმივად ცდილობდა ძმის კომპანიაში ხარვეზები გამოესწორებინა. მოგვიანებით კი საკუთარი ძმის მუზად იქცა. ასე შეძლო დონატელამ მოდის სამყაროში ნელ-ნელა თავის დამკვიდრება.

1989 წელს ჯანიმ გადაწყვიტა გამოეშვა სუნამო, რომელსაც Blonde დაარქვა - იგი დას ეძღვნებოდა. მან ასევე მისცა დონატელას საკუთარი ლეიბლი სახელწოდებით Versus, რომელიც განკუთვნილი იყო ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.

ჯანის გარდაცვალება

ჯანი ვერსაჩე 1997 წლის 15 ივლისს მაიამიში მოკლეს. ეს დონატელას განადგურების ტოლფასი იყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ვერსაჩეს ოჯახზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა. ახალი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, ოჯახი დაიქსაქსა, ვერსაჩეების უმეტესი ნაწილი საცხოვრებლად ცალკეულ კერძო კუნძულებზე გადავიდა.

ჯანის გარდაცვალებიდან მალევე, დონატელა Versace Group-ში კომპანიის სამხატვრო დირექტორად დააწინაურეს. მართალია, მაშინ მგლოვიარე გოგონას მუშაობის ხალისი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ ძმის წამოწყებას გადარჩენა სჭირდებოდა.

ჯანის ქონება მემკვიდრეობით გადაეცა ოჯახს- 30% გადავიდა მათ ძმა სანტოზე, 20% დონატელაზე და დარჩენილი 50% დონატელას ქალიშვილ ალეგრას ერგო.

ძმის გარდაცვალებიდან ერთი წლისა და სამი დღის შემდეგ, დონატელამ პირველი მაღალი მოდური შოუ გამართა Hôtel Ritz Paris-ში Versace Atelier-ისთვის. შოუს საოცარი წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც დონატელა კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომპანიის ხელმძღვანელმა შეძლო დაეპროექტებინა რამდენიმე სარეკლამო კამპანია Versace-სთვის, რომელშიც ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ, როგორიცაა მადონა, კრისტინა აგილერა, დემი მური, კორტნი ლავი, ლედი გაგა, ბიონსე, ნიკი მინაჟი და მრავალი სხვა.

მან ჯენიფერ ლოპესისთვის შექმნა მწვანე ვერსაჩეს კაბა, სახელად Jungle Dress, რომელიც მომღერალს 2000 წელს, 42-ე გრემის დაჯილდოებაზე ეცვა.

ამ ნაბიჯებმა განსაზღვა ის, რომ ბრენდმა პოპულარობა მოიპოვა. მოდის სამყაროში ვერსაჩეს გავლენის გამო, დონატელამ გადაწყვიტა თავისი კომპანიის 20%-იანი წილის გაყიდვა სააქციო ფირმა Blackstone-ზე, ამ ნაბიჯმა Versace-ს ღირებულება დაახლოებით 1,4 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

2018 წელს, დონატელამ მთელი ფირმა Michael Kors Holdings-ს მიჰყიდა. ამ ნაბიჯმა დონატელას დაახლოებით 440,000 დოლარი მოუტანა.

ამჟამად ვერსაჩეს ოჯახი კვლავ ფლობს დაახლოებით 176 მილიონი დოლარის ჯგუფურ აქციებს. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ დონატელა დარჩება კომპანიის თავმჯდომარედ და აღმასრულებელ დირექტორად. ეს ნამდვილად მომგებიანი ვაჭრობა იყო ორი კომპანიისთვის.

ამჟამად ვერსაჩეს წლიური შემოსავალი დაახლოებით $800,000-ს შეადგენს. ლეგენდარული დიზაინერი კი 400 მილიონ დოლარს ფლობს.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი