მსოფლიოს ახალი რეკორდსმენი - Mercedes-Benz 300 SLR 142 მლნ დოლარად გაიყიდა

ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად ითვლებოდა 1962 წლის Ferrari 250 GT, რომელიც 4 წლის წინ 70 მილიონ დოლარად გაიყიდა. ახლა კი ვიგებთ, რომ ეს რეკორდი მოხსნილია.

გამოცემა Motorious-ი უსახელო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Mercedes-Benz-მა გაუხმაურებელ საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა 1956 წლის უნიკალური ავტომობილი 300 SLR Uhlenhaut Coupe. გამოცემის ცნობით, ეს ექსკლუზიური მოდელი 142 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Daimler-Benz-მა სარბოლო კუპე 300 SLR მყარი სახურავით 1956 წლის სეზონისთვის სპეციალურად შექმნა. მოდელი SLR Uhlenhaut Coupe 290 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და იმ დროისთვის ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო მსოფლიოში. კომპანიას აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ მის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, შეთანხმება გაყიდვაზე მაინც შედგა.

კოკა კვირკველია