ნიდერლანდებმა რუსეთის და ბელარუსის 640 მლნ ევროს აქტივები გაყინა

ნიდერლანდებმა ამ დროისთვის რუსეთის და ბელარუსის 640 მლნ ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. ამის შესახებ საუბარია, სასანქციო პოლიტიკის მაკონტროლებელი კოორდინატორის სტეფ ბლოკის ანგარიშში.

„სულ გაყინულია 640 მლნ ევროს აქტივები,“ - წერია დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასევე დაბლოკილია 425 მლნ ევროს ფინანსური ოპერაციები, ხოლო 6 თვითმფრინავი და 24 იახტა არ გადაეცემათ მფლობელებს, ვინაიდან პატრონები სანქცირებულნი არიან.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საბაჟო ორგანოებმა შეამოწმეს 34 ათას კონტეინერზე მეტი, 77,5 ათასი დეკლარაცია და 11,3 ათასი იმპორტირებული საქონლის დეკლარაცია.

ანგარიშის მთავარი დასკვნა კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროისთვის აქტივების გაყინვის პროცესში „ხელიდან არაფერი არ არის გაშვებული“.

კოკა კვირკველია