ასობით სასახლე, სუპერ იახტა და მილიარდობით დოლარი: რა ქონება დატოვა მსოფლიოს უმდიდრესმა პრეზიდენტმა

გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი და აბუ-დაბის ემირი, ხალიფა იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში 40 დღიანი გლოვა გამოცხადდა. სამი დღე არ იმუშავებს ფედერალური და ადგილობრივი ორგანოები. ხალიფას ადგილს მალე მისი უმცროსი ძმა, მუჰამედ ბინ ზაიდ ან ნაჰაიანი დაიკავებს. ოჯახი საკმაოდ დიდ მემკვიდრეობას მიიღებს - ალ ნაჰაიანმა საკმაოდ დიდი სიმდიდრე დააგროვა.

შეიხის გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ 2014 წელს მან ინსულტი და მძიმე ოპერაცია გადაიტანა. მას შემდეგ საზოგადოებაში ის იშვიათად ჩნდებოდა. ფაქტობრივად, ქვეყანას მისი უმცროსი ძმა მართავდა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი ხალიფა 2004 წელს გახდა. ამ თანამდებობაზე მან მამამისი შეცვალა, რომელიც საემიროების დამაარსებელი და 1971 წლიდან პირველი პრეზიდენტი იყო.

შეიხს ერთი ცოლი და რვა შვილი დარჩა.

upload-gettyimages-1238482442-pic-32ratio-900x600-900x600-79945-1652526156.jpg

ხალიფა იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი - მსოლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. 2009 წლის მონაცემებით, მისი ქონება 150 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რეიტინგში სახელწოდებით „მსოფლიოს უმდიდრესი მონარქები“ 2007 წლიდან ის მეორე ადგილს იკავებს.

„მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების“ რეიტინგში, რომელიც „ფორბსის“ მიხედვით შედგა, შეიხი 43-ე ადგილს იკავებს. ნაჰაიანი მართავდა ერთ-ერთ უმსხვილეს სუვერენულ ფონდს, რომლის აქტივები იყო 830 მილიარდი დოლარი და აკონტროლებდა ნავთობის მარაგს 97,8 მილიარდ ბარელს.

საემიროების ყოფილი პრეზიდენტი კურირებდა საინვესტიციო ფონდს Abu Dhabi Investment Authority. საწარმოს კაპიტალიზაცია, სხვადასხვა შეფასებით, 875 მილიარდ დოლარს აღწევს.

upload-2-pic-32ratio-900x600-900x600-98539-1652526183.jpg

მონარქი უძრავ ქონებას მთელს მსოფლიოში ფლობდა. ასობით ვილა, სასახლე, კოშკი. მარტო ლონდონში 140 ობიექტი. ყველაზე ძვირადღირებულად უინძორის პარკთან მდებარე მე-18 საუკუნის სასახლე, ინგლისის დედოფლის რეზიდენციის მახლობლად. ხალიფამ ის 1989 წელს 22,6 მილიონ დოლარად შეიძინა. ამის შემდეგ სასახლეში მან სპეციალური ბაკები დააყენა, საიდანაც საფრანგეთის ალპებიდან მინერალური წყალი Evian მოდიოდა. აქ ის მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი და ნახევარი დღე გაატარა.

თუმცა არსებობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სადაც არასოდეს ყოფილა. მაგალითად ესპანეთში არსებული ვილა, რომელიც 20 წელზე მეტია მისი კუთვნილება იყო და სადაც სამზარეულო და ტექნიკა ჯერ კიდევ გაუხსნელ მდგომარეობაშია.

ხალიფა ფლობდა მსოფლიოში ყველაზე დიდ მოტორიან იახტას Azzam, რომელიც სპეციალურად მისთვის 2013 წელს გერმანულმა კომპანიამ Lürssen-მა ააშენა. მისი სიგრძე 180 მეტრია. მისი მშენებლობა 28 თვე გაგრძელდა და 620 მილიონი დაჯდა. იახტის წლიური მომსახურება 60 მილიონი დოლარი ღირს. ბორტზე არის ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკი, წყალქვეშა ნავები. ერთდროულად მასზე 36 ადამიანი თავსდება.

4074-ee90e-1652526454.jpeg

ხალიფას სახელი ჰქვია მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობას - „ბურჯ ხალიფას“, რომელიც 163 სართულიანია და დუბაიში მდებარეობს. ასეთი საჩუქარი მიიღო მან თავის 62 წლის იუბილეზე.

burj-xalipa-2-1000x600-1652526391.jpg

მთელი ცხოვრების მანძილზე ხალიფამ ასევე უხვად გაიღო შემოწირულობები. მაგალითად, 2008 წელს არაბთა გაერთიანებული საემიროები დაეხმარა სეიშელის ვალებით დატვირთულ მთავრობას 30 მილიონი დოლარით. მართალია, არსებობს ასეთი ვერსია: ემირმა, სავარაუდოდ, რამდენიმე წლით ადრე სეიშელის კუნძულებზე რვა სართულიანი სასახლე ააშენა პრობლემური საკანალიზაციო სისტემით, რომლის შედეგად დაიტბორა ადგილობრივი წყალსაცავები. მისი შემოწირულობა კი სწორედ აღნიშნული ზარალის კომპენსაციას წარმოადგენდა.

ეკა დარჩიაშვილი